Kabrita
Kabrita

თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

მომხმარებელი, ღილაკზე „გაწევრიანება განახლებების მიღებაზე“ დაჭერით, ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შემდგომში – თანხმობა). თავისუფალი ნების, საკუთარი ინტერესების და უფლებაუნარიანობის ფარგლებში, მომხმარებელი აძლევს თავის თანხმობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, „PN GTEN“-ს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, სამგორის რაიონი, იუმაშევის ქუჩა №11, და/ან მის აფილირებულ პირებს, მიიღოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ ვებგვერდ kabrita.ge-ის გამოყენებისას, შემდეგი პირობებით:

1. წინამდებარე თანხმობა გაცემულია პერსონალური მონაცემების, როგორც ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით, ისე მათი გამოყენების გარეშე დამუშავებაზე.

2. თანხმობა გაცემულია შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე: 1. პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ წარმოადგენს სპეციალურ ან ბიომეტრიულ მონაცემებს: გვარი, სახელი, მამის სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბავშვის მონაცემები; საკონტაქტო ტელეფონის ნომრები; ელექტრონული ფოსტის მისამართები; მომხმარებლის მონაცემები (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ; ოპერაციული სისტემის ტიპი და ვერსია; ბრაუზერის ტიპი და ვერსია; მოწყობილობის ტიპი და მისი ეკრანის გარჩევადობა; წყარო, საიდანაც მომხმარებელი შემოვიდა ვებგვერდზე; რომელი ვებგვერდიდან ან რომელი რეკლამიდან; ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერის ენა; რომელი გვერდები იხსნება და რომელ ღილაკებზე აჭერს მომხმარებელი; IP-მისამართი).

3. პერსონალური მონაცემები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

4. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:

  • პროდუქციის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მომხმარებელთა აზრის შეგროვება პროდუქციის შესახებ, კერძოდ მისი ხარისხის და ა.შ.;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • მონაწილეთა ინფორმირება პროდუქციის, ასევე ჩატარებული და (ან) ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ;
  • მომსახურების პერსონალიზაცია და ხარისხის ამაღლება;
  • კლიენტთა მომსახურება, შეკვეთების შესრულება, კლიენტთა მოთხოვნებზე პასუხების გაცემა;
  • დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მიმდინარე აქციებისა და ღონისძიებების ფარგლებში (მათ შორის საჩუქრების მიწოდება გამარჯვებულებისთვის);
  • ინტერნეტ-მაღაზიის მყიდველთა შეკვეთების შესრულება.

5. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო კოდექსი, ასევე საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (№5669, 28.12.2011) და წინამდებარე თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

6. დამუშავების პროცესში პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში განხორციელდება შემდეგი მოქმედებები: შეგროვება; ჩაწერა; სისტემატიზაცია; დაგროვება; შენახვა; დაზუსტება (განახლება, შეცვლა); ამოღება; გამოყენება; გადაცემა (გავრცელება, მიწოდება, წვდომა); ბლოკირება; წაშლა; განადგურება.

7. პერსონალური მონაცემები მუშავდება თანხმობის (რეკლამებისა და საინფორმაციო ბიულეტენებიდან გამოწერის გაუქმების) მომენტამდე, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა მისი ხელმოწერის მომენტიდან. ასევე, პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება შეწყდეს პერსონალური მონაცემების სუბიექტის მოთხოვნით.

8. თანხმობა შეიძლება გაუქმებულ იქნას პერსონალური მონაცემების სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის მიერ, შპს „PN GTEN“-ის მისამართით თავისუფალი ფორმის წერილობითი განცხადების გაგზავნის გზით.

9. პერსონალური მონაცემების სუბიექტის ან მისი წარმომადგენლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაუქმების შემთხვევაში, შპს „PN GTEN“-ს უფლება აქვს გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება სუბიექტის თანხმობის გარეშე, საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (№5669, 28.12.2011) გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

10. წინამდებარე თანხმობა მოქმედებს მისი ხელმოწერის დღიდან ასეთი თანხმობის გაუქმების დღემდე, თანხმობის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა მისი ხელმოწერის მომენტიდან.


Kabrita
Subscribe and receive useful information in a convenient way
Information about pregnancy and child care
Secret promo codes and games
Your name
E-mail
Date of birth of the baby
or
Expected date of birth
Breast milk - the best food for your baby!

WHO recommends exclusive breastfeeding for the first 6 months of life and continuing it for as long as possible. Continue breastfeeding while introducing complementary feeding.

TM Kabrita® fully supports the WHO recommendation and reminds you that you need to consult with your pediatrician regarding the selection of food for your baby.

We wish you and your baby good health!

Continue ›