Kabrita®-ს საბავშვო საკვები დამზადებულია თხის ბუნებრივ რძეზე, ნიდერლანდების საოჯახო ფერმებიდან.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ნაზი და ტკბილი გემო აქვს ჩვენს თხის რძეს! მასში ჩადებულია ნიდერლანდებიდან ფერმერების მთელი ცოდნა, გამოცდილება და სიყვარული, რომლებიც თაობების განმავლობაში ამრავლებენ ამ შესანიშნავი ცხოველების ჯიშს.
თხის რძის პოპულარობა სტაბილურად მზარდია მთელ მსოფლიოში. ისტორიულად თხის რძე გამოიყენებოდა არა მხოლოდ კვებისთვის, არამედ ბევრი დაავადების მკურნალობისთვისაც. თანამედროვე კვლევებმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ამ შესანიშნავი პროდუქტის სამკურნალო თვისებების ამოხსნა.
თხის რძის მთავარი თვისება — შესანიშნავად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმისთვის. თხის რძე და მასზე დაფუძნებული პროდუქტები ძროხის რძესთან და მის პროდუქტებთან შედარებით უფრო სწრაფად და მარტივად ათვისებადია. მისი ზოგიერთი საკვები ნივთიერების მაღალი კვებითი ღირებულება და კარგი ბიოათვისება კიდევ ერთი დამახასიათებელია თხის რძისთვის.
სამეცნიერო ლიტერატურული წყაროები და გამოქვეყნებული ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ თხის რძეს ბავშვი დედის რძესავით სწრაფად ითვისებს და ინელებს. თუმცა, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ცხოველების ნატურალური რძე არაა ორ წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ბავშვების დედის რძით ან ადაპტირებული რძის ფორმულებით კვებას, ხოლო ერთი წლის ასაკიდან — რაციონის შევსებას საბავშვო მშრალი რძის ნაყენებით (ფორმულები 3 და 4).
ჩვენ გავანადგურეთ სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც თხის რძეს დამახასიათებელი სუნი და გემო აქვს. თხის რძე ნიდერლანდებიდან — გემოზე ტკბილია, აქვს გამორჩეულად რბილი ნაღების გემო და არომატი, რაც სავიზიტო ბარათად იქცა Kabrita®-ს პროდუქტებისთვის. და არავითარი სუნი! ცადეთ და თავად დარწმუნდით.
ნიდერლანდების ფერმერები საანენის თხების მოშენებას ამჯობინებენ. ეს მდიდრული თეთრი თხები ცნობილია შთამბეჭდავი გემოთი და რძის მაღალი კვებითი ღირებულებით. ცხოველების რაციონი იმგვარადაა შედგენილი, რომ ერთი თხა საშუალოდ 3,5 ლიტრ რძემდე იძლევა დღეში. რძის მეტად მაღალი მოსავლიანობა ამცირებს რძის კვებით ღირებულებას და გემოს.
ფერმერობის გამოცდილება
Kabrita®-ს ყველა პროდუქტი დამზადებულია ჰოლანდიური თხის ნაზი რძისგან, რომელიც განთქმულია უმაღლესი ხარისხითა და ნაღების რბილი გემოთი. ჩვენ 55 ჰოლანდიური ფერმიდან ვიღებთ თხის რძეს, რომლებიც ჩვენთან ხარისხის ერთიანი სტანდარტით მუშაობენ.
ჩვენს პატარა კლიენტების საუკეთესო პროდუქტს ვთავაზობთ და შესაბამისად, ჩვენი მომწოდებლებისგან მოვითხოვთ ყველაზე მაღალი სტანდარტის ხარისხის დაცვას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცხოველეობის პირობებს. შენობა ყოველდღიურად იწმინდება, დედლები კი მამლებისგან განცალკევებულად იმყოფებიან. ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს თხის რძის სპეციფიური სუნის გამოვლენის პრევენციას. ყურადღება ეთმობა საკვების შერჩევასაც — თხებს ფერმებში ახლად მოკრეჭილი ბალახით, ხილის, სიმინდის, სტაფილოს და კარტოფილის ნარევით კვებავენ. ასეთი საკვები ძვირი ღირს, მაგრამ მიღებულ რძეს ნაღების ნაზი გემო, ჰაეროვანი არომატი და მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია.
