Kabrita

ფერმიდან ბოთლამდე

თხის ნატურალური რძე ნიდერლანდებიდან

თხის რძის პოპულარობა სტაბილურად იზრდება, ის უყვართ როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს. მშობლები სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ თავიანთი პატარებისთვის თხის რძეზე დაფუძნებულ ფორმულებს.

Kabrita® — ნიდერლანდურ თხის რძეის ბაზაზე დელიკატური კვება — აერთიანებს თხის ნატურალური რძის კომბინაციას პატარას ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ინგრედიენტებთან.

1
1
ნიდერლანდური
ფერმა
2
2
მრავალწლიანი
პარტნიორობა
3
3
სიახლე
წარმოებასთან
4
4
ქარხნები
5
5
24/7 ხარისხის მონიტორინგი
და უსაფრთხოება
6
6
R&D
7
7
Kabrita® მსოფლიოში
8
8
გაყიდვები
9
9
თქვენს სახლში
ნიდერლანდური
ფერმა
ნიდერლანდელი ფერმერები ამჯობინებენ საანენის თხებს. ეს შესანიშნავი თეთრი თხები თავისი რძის საოცარი გემოთია ცნობილი. თხების კვების რაციონი იმგვარადაა შედგენილი, რომ ერთი თხა საშუალოდ არაუმეტეს 3,5 ლიტრ რძეს იძლევა დღეში. რძის მეტად მაღალი მოსავლიანობა ამცირებს რძის კვებით ღირებულებას და გემოს. ფერმაზე, როგორც წესი, 1000 - 1300 თხაა. მათ ფერმერის მთელი ოჯახი უვლის, გარე სამუშაო ძალის დასაქმების პრაქტიკა არაა. ყველა სამუშაო (დალაგება, კვება, მოწველა და ა.შ.) მაღალ დონეზეა ავტომატიზებული. ფერმები პერიოდულად ექვემდებარება როგორც გარე სახელმწიფო აუდიტს („Kwaligeit„-ის სისტემით), ასევე შიდა კორპორაციულ აუდიტსაც ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა რძის მოპოვება, შენახვა და ტრანსპორტირება, შენახვის პირობები და ცხოველების კვება, მათი სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მკურნალობა და მედიკამენტების გამოყენება, რძის ორგანოლეპტიკა და საკვები მახასიათებლები.
მრავალწლიანი
პარტნიორობა
ჩვენ 55 ჰოლანდიური ფერმიდან ვიღებთ თხის რძეს, რომლებიც ჩვენთან ხარისხის ერთიანი სტანდარტით მუშაობენ გრძელვადიანად. ჩვენ ვინარჩუნებთ უახლოეს თანამშრომლობას ნედლეულის მწარმოებლებთან, ვეხმარებით მათ მეცხოველეობასთან დაკავშირებით კონსულტაციებით, კვების რაციონის შედგენით, შეჯვარების სამუშაოებით და სხვა.
სიახლე
წარმოებასთან
ქარხნიდან ყველაზე მოშორებული ფერმა მდებარეობს არაუმეტეს 2,5 საათის გზაზე. ფერმების სიახლოვე წარმოებასთან უზრუნველყოფს მაქსიმალური კვებითი ღირებულების შენარჩუნებას და რძის უნაკლო გემოს. ფორმულები პრაქტიკულად სულ ახალი რძისგან იწარმოება, რომელიც ქარხანაში ყოველდღიურად შედის.
ქარხნები
ჩვენი კომპანიის ჯგუფს 4 საკუთარი საწარმოო ობიექტი აქვს. თითოეული მათგანი ნიდერლანდებშია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უახლესი, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი რძის ნაღების საწარმოო ქარხანა, რომელიც 2018 წელს გაეშვა ქ. ჰეერენვეენში. უახლესი ტექნოლოგიით შესანიშნავად აღჭურვილი საწარმოები აგებულია Codex Alimentarius-ის რეკომენდაციების შესაბამისად (შენიშვნა, კოდექს ალიმენტარიუსი — ჯანმოს საერთაშორისო სურსათის სტანდარტების ნაკრები). ასევე, კომპანიის ყველა საწარმო სერტიფიცირებულია BRC, IFS/FSSC 2200 სისტემებით.
24/7 ხარისხის მონიტორინგი
და უსაფრთხოება
2018 წელს ამუშავებული ახალი ქარხანა აგებულია პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხზე განსაკუთრებული ყურადღებით ჩვენი პატარა მომხმარებლებისთვის. ქარხნის მიერ გამოშვებული ფორმულის თითოეულ ქილას ინდივიდუალური კოდი აქვს, რომელიც ფერმიდან მზა ქილის მიღებამდე მისი თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა. პროდუქტის თითოეული პარტიის ნიმუში (რეფერალური ნიმუშები) აღნიშნული პარტიის ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ინახება ქარხნის ლაბორატორიაში. წარმოებაზე მიმდინარეობს მუდმივი ვიდეომონიტორინგი. პროდუქტი ქარხნიდან გადის ექსკლუზიურად კარანტინის გავლის შემდგომ, რომელიც უზრუნველყოფს მზა პროდუქტის საბოლოო კონტროლს.

ყველა საწარმოო ეტაპი — ხარისხის კონტროლი ნედლი რძის შეყვანიდან მზა პროდუქტამდე და ფორმულის შეფუთვამდე — მკაცრად კონტროლდება 24/7 რეჟიმში. კონტროლი მოიცავს, თუმცა არამხოლოდ:

  • შემავალი ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქტის კვებითი ღირებულებისა და უსაფრთხოების ანალიზი
  • სპეციალური საცრები პროდუქტისა და ფორმულების მშრალი ფრაქციების გასაცრელად (დასაცავად)
  • სპეციალური ინსტრუმენტული კონტროლი, რომელიც გამორიცხავს გარე ჩანართების შეღწევას (მათ შორის მეტალისა და მინის)
  • კონტროლის სისტემა „Eagle Eye„ („არწივის თვალი„) ახდენს კოდირების, საზომი კოვზების მოთავსებისა და შესაფუთი მასალებისა და სხვა პარამეტრების შესაბამისობის მონიტორინგს
  • პროდუქტების წონის პროდუქტი
  • წარმოების რეგულარული ონლაინ კონტროლი

R&D
კომპანიაში კვლევისა და განვითარების შიდა დეპარტამენტი მუშაობს. მისი მთავარი ამოცანა ახალი პროდუქტების რეცეპტების შემუშავებაა. ყველა რეცეპტი უნდა შემუშავდეს ჯანმოს რეკომენდაციების და მედიცინის, დიეტოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის უახლესი მონაცემების გათვალისწინებით. ეს განყოფილება თხის რძესა და მასზე დამზადებულ პროდუქტებზე კლინიკური კვლევების ორგანიზებითა და განხორციელებითაა დაკავებული. მუშაობაში ჩართულია ყველაზე ცნობილი მსოფლიო დონის მეცნიერები და სამედიცინო დაწესებულებები. თხის რძისა და Kabrita®-ს პროდუქციის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმებისთვის თხის რძის თაობაზე ყოველწლიური სემინარების ჩატარება ტრადიციად იქცა.
Kabrita® მსოფლიოში
დღეს Kabrita მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Kabrita — ცნობადი გლობალური მრავალეროვნული ბრენდი, რომელმაც სწრაფად შეაღწია საბავშვო კვების მწარმოებლების მსოფლიო ლიდერების ჯგუფში. Kabrita — ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი თხის რძეზე დამზადებული საბავშვო კვების კატეგორიაში. Kabrita რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიო დონის უმსხვილეს ინდუსტრიული ღონისძიებების საგამოფენო და სამეცნიერო პროგრამებში, მაგალითად, პედიატრების, გასტროენტეროლოგების, ჰეპატოლოგებისა და ნუტრიციოლოგების (ESPGHAN) ცნობილი ევროპული საზოგადოების კონგრესებში, ჩვენი სტატიები სხვადასხვა რეცენზირებულ სამეცნიერო გამოცემებში თავსდება.
გაყიდვები
თქვენს სახლში
მადლბოა, რომ აირჩიეთ Kabrita®-ს ფორმულები, ფაფები და პიურე თქვენი პატარასთვის! ჩვენი პროდუქცია და მთელიო სიყვარული ჩავდეთ პროდუქციაში, დახელოვნებასა და ჩვენი საქმისადმი ერთგულებაში. ძალიან მალე დარწმუნდებით, რომ Kabrita თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. თქვენი ნებართვით, რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს შეგახსენებთ:

  • დედის რძე — საუკეთესო კვება, რომელიც დედამ შეიძლება თავის პატარას მისცეს
  • კვების შერჩევის საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ საკუთარ პედიატრთან, ეს განსაკუთრებით აქტუალურია პატარებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კორექციას თერაპიული კვებით
  • დაიცავით პროდუქტის ასაკობრივი რეკომენდაციები
  • აუცილებლად მოამზადეთ პროდუქტი შეფუთვაზე მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად
  • დაიცავით პროდუქტის შენახვის პირობები და ვადები (განსაკუთრებით გახსნისას).

საუკეთესო სურვილებით,
Kabrita®-ს გუნდი
Kabrita
გამოიწერეთ და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია კომფორტული მეთოდით
ორსულობისა და ბავშვის მოვლის თაობაზე ინფორმაცია
საიდუმლო პრომოკოდები და გათამაშებები
თქვენი სახელი
ელფოსტა
ბავშვის დაბადების თარიღი
ან
დაბადების მოსალოდნელი თარიღი
დედის რძე — საუკეთესო საკვები თქვენი ჩვილისთვის!

ჯანომ რეკომენდაციას უწევს ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში ძუძუთი კვების შენარჩუნებას და მის გაგრძელებას მანამ, სანამ ეს შესაძლებელია. განაგრძეთ ძუძუთი კვება დამატებითი კვების დაწყების პარალელურად.

TM Kabrita სრულად უჭერს ჯანმოს რეკომენდაციას მხარს და შეგახსენებთ, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ პედიატრთან თქვენი ბავშვისთვის კვების შერჩევისას

ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას!

გაგრძელება ›