Kabrita

რატომ კაბრიტა?

დელიკატური კვება კომფორტისა და სიმშვიდისთვის
Kabrita® — თხის ნატურალურ რძეზე დამზადებული ყველაზე თანამედროვე ფორმულები. დელიკატური კვება დაბადებიდან სამი წლის ასაკამდე. დედის რძე — თქვენი ჩვილის საუკეთესო კვება. კვების არჩევის საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ პედიატრთან.
kabrita
КОЗЬЕ МОЛОКО

Опыт, современные технологии, любовь и многовековые традиции фермерства

Основа продуктов Kabrita- натуральное голландское козье молоко.

  • Высокая питательная ценность

  • Мягкий сливочный вкус

  • Хорошая переносимость

  • Отличная усваиваемость

  • Согласно новейшим данным козье молоко усваивается быстрее и лучше коровьего


ადაპტირებული ცილოვანი შემადგენლობა
თხის რძის უძვირფასესი შრატით გამდიდრებული
დედის რძეში 60% შრატი და 40% კაზეინია. ასეთი თანაფარდობა უზრუნველყოფს დედის რძის მაღალი დონით ათვისებას და მონელებას. ცხოველების რძე შეიცავს 80% კაზეინს და მხოლოდ 20% შრატს. ამიტომ, რძის ნაყენების წარმოებისას ძროხის ან თხის რძეში ამატებენ შრატს, რაც რძის ცილოვან პროფილს აახლოებს დედის რძესთან. Kabrita-ს ფორმულები გამდიდრებულია თხის რძის უძვირფასესი შრატით. მაგალითად, პირველ ფორმულაში შრატი 63%-ია, მესამეში — 37%, რაც უზრუნველყოფს დედის რძით კვების ეფექტის გახანგრძლივების ეფექტს. თხის რძის შრატი მდიდარია მრავალი საკვები ნივთიერებით, მათ შორის ბუნებრივი ამინომჟავებით, რომლებიც აუცილებელია პატარას სრულფასოვანი განვითარებისთვის. ფორმულების მარტივი მონელება დადასტურებულია კლინიკური ცდებით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და რუსეთის ცნობილ სამედიცინო ცენტრებში ჩატარდა.
Digest X®

ცხიმების უნიკალური კომპლექსი

Digest X® კომპლექსი აკოპირებს დედის რძის ცხიმოვან პროფილს.

კლინიკურად დამტკიცებულია, რომ Digest X® მდიდარია b-პალმიტატით:

  • ხელს უწყობს განავლის დარბილებას,
  • ხელს უწყობს საკვების მონელებას და ამცირებს შეკრულობის მიდრეკილებას,
  • ზრდის ენერგიის მიმოცვლას,
  • ხელს უწყობს კალციუმის საუკეთესოდ ათვისებიას, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის,
  • ხელს უწყობს ტირილის ინტენსივობისა და სიხშირის შემცირებას,
  • საღამოს კვების შემდგომ ხელს უწყობს მეტად ძლიერ და ხანგრძლივ ღამის ძილს;

ნაღების მსუბუქი გემო
პატარებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ფორმულები.
ჰოლანდიური ცნობილი საანენის თხის შესანიშნავი რძე Kabrita®-ს პროდუქტების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ჩვენი ყველა ფერმა ექსკლუზიურად ნიდერლანდების ტერიტორიაზეა. მაღალი ხარისხის ბალანსირებული კვების, მკაცრი ჰიგიენისა და დედლებისა და მამლების ცალკეული მოვლით, რომლებიც ფერმაზე, ქარხნებთან ახლოს მრავლდებიან (მაქსიმუმ 2,5 საათის გზა ფერმიდან ქარხნამდე) უზრუნველყოფს Kabrita®-ს საბავშვო საკვების ნაღების მსუბუქ გემოს.
დამზადებულია ნიდერლანდებში
საუკუნოვანი ტრადიციები და გამოცდილება
დამზადებულია სიყვარულით
ნიდერლანდები — რძის ინდუსტრიის სამშობლო, რძის გლობალური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი. ჰოლანდიელები ძალიან მოთმინებით ეკიდება თავისი ქვეყნის ეკოლოგიას, ნერგავს მკაცრ შემზღუდავ ზომებს საწარმოებისთვისა და ავტოტრანსპორტისთვის გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის. ჩვენ ექსკლუზიურად ჰოლანდიურ რძეს ვიყენებთ. საოჯახო ფერმერობის საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიები, შრომის მიმართ სიყვარული და შედეგებით აღსავსე სიამაყე — უმაღლესი ხარისხისა და ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოების გარანტიაა.
პრებიოტიკები და პრობიოტიკები
ბუნებრივი გზით საკვების მონელების გაუმჯობესებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის
(საკვები ბოჭკოები) GOS (ლაქტოზადან) და FOS (ვარდკაჭკაჭადან) პრებიოტიკების პრობიოტიკებთან (ცოცხალი ბაქტერიები Bifidobacterium BB-12°) ეფექტური კომბინაციით გამდიდრება ასტიმულირებს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას, დადებით გავლენას ახდენს მომნელებელ სისტემაზე, ხელს უწყობს განავლის დარბილებას და მის გაწმენდას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

პრებიოტიკის შტამი Bifidobacterium BB-12°) 1985 წლიდან შედის უსაფრთხო ინგრედიენტების სიაში (GRAS).
ნუკლეოტიდები
იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ნუკლეოტიდები — დნმ-ისა და რნმ-ის ფუნდამენტია. ისინი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ნუკლეოტიდები შეუცვლელია პროდუქტიული ენერგიის მიმოცვლისთვის და იმუნიტეტის ფორმირებისთვის. თხის რძე მდიდარია ბუნებრივი ნუკლეოტიდებით. Kabrita®-ს ფორმულები შეიცავს დედის რძის მსგავს 5 ნუკლეოტიდს.
DHA (ω-3) და ARA (ω-6)
ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის
პოლიუჯერი ომეგა ცხიმოვანი მჟავები DHA (ω-3) და ARA (ω-6) პატარას ორგანიზმში საკვებით ან უშუალოდ ფორმულის შემადგენლობიდან აღწევს. ეს ცხიმოვანი მჟავები ასევე სინთეზირდება Kabrita®-ს ფორმულებში შემავალი ლინოლისა და ალფა-ლინოლენის მჟავებისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო რძის ფორმულები მაქსიმალურად გამდიდრებული იყოს ამ აუცილებელი ინგრედიენტებით. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ფორმულების DHA (ω-3) და ARA (ω-6)-ით გამდიდრება ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის განვითარებას.
Kabrita®-ს ფორმულები კომფორტული მონელებისთვის

მეტად რბილი კაზეინი, თხის რძის უძვირფასესი შრატი და თანამედროვე ფუნქციური ინგრედიენტები ხელს უწყობს პატარას კომფორტულ საკვების მონელებას, ამცირებს შეკრულობის ან კუჭის გაღიზიანების, მეტეორიზმისა და რეგურტიგაციის ინტენსიურობას და ღებინების სიხშირეს.

კომპლექსი Digest X®
ცხიმების განსაკუთრებული კომპლექსი, რომელსაც ბეტა-პალმიტატით მდიდარი (42%) შემცველობა აქვს, აკოპირებს დედის რძის ცხიმების სტრუქტურასა და ფუნქციებს, ხელს უწყობს საკვების მონელების შემსუბუქებას და ნაწლავების მიკროფლორის გამოჯანმრთელებას.
ბეტა-პალმიტატი პატარას სიმშვიდისთვის
თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემებით, ბეტა-პალმიტატი რძის ფორმულებში აუმჯობესებს ცხიმების ათვისებას, არბილებს განავალს, აუმჯობესებს მიკრობიოტის შემადგენლობას და აძლიერებს ძვლოვან სისტემას. პატარას ნაკლებად აწუხებს ტირილი და უკეთ ძინავს.
10-დან 9 დედამ აღნიშნა ფორმულების დადებითი ზეგავლენა
ჩვენი გამოკითხვის შედეგად, 830-დან 747 დედა, რომელიც თავის ბავშვებს Kabrita-ს აჭმევს, აღნიშნავს საკვების მონელების გაუმჯობესებას და ფორმულების კარგ ამტანობას.
ფერმიდან ბოთლამდე
ჩვენი ლოგისტიკური ჯაჭვი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მხოლოდ სანდო ფერმერებთან ვთანამშრომლობთ მუდმივად. ახალი რძე მიეწოდება ქარხანას მაქსიმუმ 2,5 საათის განმავლობაში. ნედლი თხის რძისა და მზა პროდუქტის წარმოებას მრავალი ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზი ახლავს. ფორმულის თითოეულ ქილას ინდივიდუალური კოდი აქვს, რომლითაც შესაძლებელია პროდუქტის წარმომავლობის თვალყურის დევნა რძის პარტიამდე და ფერმამდე.
Согласно регламентам ВОЗ, адаптированными считаются смеси с содержанием сывороточного белка не менее 50% для детей от 0 до 6 месяцев и не менее 35% для детей старше 6 месяцев.
Kabrita
გამოიწერეთ და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია კომფორტული მეთოდით
ორსულობისა და ბავშვის მოვლის თაობაზე ინფორმაცია
საიდუმლო პრომოკოდები და გათამაშებები
თქვენი სახელი
ელფოსტა
ბავშვის დაბადების თარიღი
ან
დაბადების მოსალოდნელი თარიღი
დედის რძე — საუკეთესო საკვები თქვენი ჩვილისთვის!

ჯანომ რეკომენდაციას უწევს ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში ძუძუთი კვების შენარჩუნებას და მის გაგრძელებას მანამ, სანამ ეს შესაძლებელია. განაგრძეთ ძუძუთი კვება დამატებითი კვების დაწყების პარალელურად.

TM Kabrita სრულად უჭერს ჯანმოს რეკომენდაციას მხარს და შეგახსენებთ, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ პედიატრთან თქვენი ბავშვისთვის კვების შერჩევისას

ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას!

გაგრძელება ›